დანიის დედაქალაქში ახალი მონარქის კორონაცია გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამის შესახებ BBC წერს.
83 წლის დედოფალმა მარგარეტმა, 52-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტზე უარი თქვა, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინი თავის ვაჟს, პრინც ფრედერიკს X-ს გადაეცა, პრინცესა მერი კი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდა.
საზეიმო ცერემონია კრისტიანსბორგის სასახლეში გაიმართა. 900 წლის განმავლობაში, ეს დანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედმა მონარქმა ტახტზე უარი თქვა.