აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალაქ შუშაში მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა“. განცხადებას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„17 სექტემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე მცირე იარაღის გამოყენებით, არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმების წევრებმა რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულნი არიან შუშას მიმართულებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა აღნიშნული მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.