სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა „ვეტინგზე” საუბარი საბოლოოდ დაასრულა – ვფიქრობ, ჩვენს მოსამართლეებსა და სასამართლოს ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც სასამართლო სისტემას თავს უსაფუძვლოდ ესხმოდა და ვინც მოსამართლეებს უსამართლოდ სანქციებს უწესებდა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის აზრით, მოსამართლეთა მიმართ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს.
„ეს სანქციები უნდა გააუქმონ! სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ფაქტობრივად სირცხვილი აჭამა „ნაცმოძრაობას” და მათ მხარდამჭერებს.
ოპოზიცია არ მოქმედებს არც სახელმწიფო და არც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებით – ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, იმ აქტორების დავალებების შესრულებაა, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ არის მოწოდებული. მათი მიზანია არა სასამართლოს თავისუფლება, არამედ მისი დამორჩილება და შურისძიება, რადგან ეს ადამიანები არიან კრიმინალები, რომელთა კრიმინალური ბუნება აღიარებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ასევე აშშ-ს მიერ, რომელმაც დავით კეზერაშვილიც დაასანქცირა”, – განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.