ჩვენი მიზანი “ჰამასის” განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა-ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

29
spot_img

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა, გავანადგუროთ „ჰამასი“ და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროებმა ბოლო 24 საათში 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.

„ჩვენ მათი დევნა ჩრდილოეთ ღაზაში ვაწარმოეთ. ახლა მათ სამხრეთ ღაზაში ვდევნით. „ჰამასის“ ტერორისტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალით ვიმოქმედებთ, ხოლო ვიზრუნებთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.