აუცილებელია, რომ “ნაცმოძრაობა” გასამართლდეს -მიხეილ ყაველაშვილი

38
spot_img

„ნაცმოძრაობა“ იყო აბსოლუტურად დანაშაულებრივი, ანტი ძალა, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს.

„შესაძლოა „ნაცმოძრაობის“ მაგალითზე, სამომავლოდ, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, თუ რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როგორი არ უნდა იყოს პარტია – ამის მაგალითია „ნაცმოძრაობა“.

ის, რომ ეს დანაშაულებრივი, ბელადზე აგებული პარტიაა, მის ყოფილ თუ მოქმედ წევრებსაც უთქვამთ. იმას, რასაც  10 წლის წინ ვამბობდით მათზე, უკვე ერთმანეთზე ამბობენ. აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა