“ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზოგადოებას და ამიტომ პროპაგანდა უნდა აღვკვეთოთ და არ გავატაროთ” – ირაკლი ზარქუა

17
x
spot_img

ჩვენ ვნახეთ მსოფლიო ტენდენცია, რომ ეს გამოწვევაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

„ვნახეთ ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც სადაც საბავშვო ბაღებში მიდის პროპაგანდა და რაღაც ცნობადობის ამაღლება, არ ვიცი რა ჯანდაბა ვუწოდო ამას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს საზოგადოებას და ამიტომ პროპაგანდა უნდა აღვკვეთოთ და არ გავატაროთ“, – განაცხადა ზარქუამ.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ განიხილავს. ხვალვე დეპუტატები მოამზადებენ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტს. მასზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას.