ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას – დმიტრი პესკოვი

83
spot_img

რუსეთი გმობს ტერორიზმის გამოვლინებებს და საჭიროდ მიიჩნევს ცეცხლის შეწყვეტას ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთსა და ისრაელს აქვთ რეგულარული და ინტენსიური დიალოგი.

„რუსული მხარის პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია, ეს არაერთხელ თქვა პრეზიდენტმა პუტინმა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაჭრა, რომლის საფუძველი უნდა იყოს პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა“, – აცხადებს პესკოვი