ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან სავიზო მიმოსვლას აუქმებს

33
spot_img

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან სავიზო მიმოსვლას აუქმებს. გადაწყვეტილება ძალში 14 მარტიდან შედის. ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქეებისთვის.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა.

„ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა .