“არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილას” – პაპუაშვილი ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრაზე

20
spot_img

არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილას, სადაც იკრიბებიან დეპუტატები, ჟურნალისტები და აქ მოსული სტუმრები, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, საუბრის შინაარსთან დაკავშირებით განმარტებები ვოლსკიმ გააკეთა და თავად ვერაფერს დაამატებს.

„სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში, სადაც მეც ვარ, თქვენც ხართ ხოლმე და იქაც ხვდებით ერთმანეთს, რომ რაღაც ფარული შეხვედრა და უკვე არაკეთილსინდისიერია, როცა საზოგადოებას ასე წარუდგენთ, თითქოს რაღაც კონსპირაციული შეხვედრა იყო საჯარო ადგილზე, იმ ადგილას, სადაც იკრიბებიან დეპუტატები, ჟურნალისტები, აქ მოსული სტუმრები. ერთი კაფე არსებობს ჩვენს გვერდზე და იქ იკრიბება ყველა. შინაარს რაც შეეხება, ამაზე ბატონმა გია ვოლსკიმ განმარტებები გააკეთა, მე ვერაფერს დავამატებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხიდაშელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო იდეები აქვს. მისივე თქმით, „ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია.“ ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, დავით ხიდაშელთან ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. „რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.