ბრიტანეთს ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი დროებით გაჰყავს

96
spot_img

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ნაწილის დროებით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„საელჩო აგრძელებს ძირითადი სამუშაოს შესრულებას, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეების მომსახურებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებაა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში საგარეო უწყებამ ბრიტანელ მოქალაქეებს ურჩია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტთან დაკავშირებული რისკების გამო, ლიბანში არ გამგზავრებულიყვნენ.