ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს ნატო-ში ჩაითრევენ.
მისი თქმით, ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია.
„ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს ალიანსში ჩაითრევენ. ეს ყველაფერი უკრაინის სცენარს მიჰყვება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„ჩვენ გაჭიანურებული დიდი მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, დაშინების ისეთივე ძველი მეთოდების გამოყენებით ვიმყოფებით, როგორიც სამყაროა. პროგნოზები იმედგამაცრუებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ნატო-ს გაფართოებას გააგრძელებენ. მათთვის მდგომარეობა მეტად ხელსაყრელია. პირდაპირ, რომ ვთქვა, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე, თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის გავლენის ქვეშ მოექცა. ეჭვგარეშეა ის, თუ ვისი პოლიტიკა და ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.