ბევრს გაახსენდება ჩემი რჩევა გულწრფელი – ქვეყანას თუ არ უფრთხილდებით, თქვენს ოჯახებს რას ერჩით-თქო?-თაკო ჩარკვიანი

31
spot_img

ბევრს გაახსენდება ჩემი რჩევა გულწრფელი – ქვეყანას თუ არ უფრთხილდებით, თქვენს ოჯახებს რას ერჩით-თქო?, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თამარ ჩარკვიანი, აშშ-ს მიერ 34-მდე ქართველი ოფიციალური და კერძო პირის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

„ბევრს გაახსენდება დარწმუნებული ვარ ჩემი თხოვნა , რჩევა, მართლა გულწრფელი- კეთილი რჩევა, მოთხოვნა, ყვირილი, მუდარა, რომ – ქვეყანას სახელმწიფოს თუ არ უფრთხილდებით და წირავთ, თქვენს ოჯახებს რას ერჩით თქო? ჰოდა , ასე იცის…

აი ის კაცი -გურამ მაჭარაშვილი რომ “გზამკვლევად” გეყოლებათ, ივანიშვილის “რუსული კარტოშკის” იმედად დარჩენილებს! “კარტოშკა მუნდირში” ბუხარში შემწვარი კარგია, გემრიელია, აი ,კაცი ქართველი “რუსული მუნდირით” კი -ერის სირცხვილი!!!!!“- წერს ჩარკვიანი.