7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

112
spot_img

ვერძი

ამ დღეს თქვენი და თქვენი ახლობელი ადამიანის ინტერესები შეიძლება გადაიკვეთოს. უკან ნუ დაიხევთ, თორემ საკუთარი თავის პატივისცემას დაკარგავთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებისა და გამარჯვების ძიებაში საკუთარი თავი არ დაკარგოთ. დრო დაგანახვებთ, ამის მერე როგორ უნდა იმოქმედოთ.

კურო

ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობაში წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ უხეში სიტყვების გამოყენებას, რისი ახსნაც მოგვიანებით გაგიჭირდებათ.დაწყებული საქმის დასრულებისთვის უდიდესი ნებისყოფის გამოვლენა მოგიწევთ. ბუნებრივი მომხიბვლელობა და სიმშვიდე საჭირო ადამიანებთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარ ქმედებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, რათა დაუფიქრებლად ჩადენილი საქციელისთვის მოგვიანებით არ ინანოთ. ემოციური დაძაბულობის გამო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს, რომლის დამოუკიდებლად მოგვარება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

ახლა ყველაზე მეტად აქტიური დასვენება და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ, თუმცა მანამდე ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც დაგავიწყდეთ ან უყურადღებობის გამო ვერ შენიშნოთ. უმჯობესია, გეგმა შეადგინოთ და ამით თავი დაიზღვიოთ.

ლომი

ამ დღეს ლომებმა ყველაზე მეტი ყურადღება კვების მენიუს უნდა მიაქციონ. გირჩევთ ძირითადად სახლში მომზადებული საკვები მიირთვათ და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ვიზიტს მოერიდოთ. ამასთან, სასურველია ურთიერთობა შეამციროთ და ცოტა ხნით განმარტოვდეთ.

ქალწული

თქვენი ცხოვრების წესი იდეალურისგან შორსაა. თუ მავნე ჩვევებისგან არ გათავისუფლდებით, შეიძლება მალე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. მოიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა და ისწავლეთ, სწორი ჩვევები როგორ გამოიმუშაოთ.

სასწორი

თქვენი ემოციურობის გამო ვიღაცამ შეიძლება გაუწონასწორებელ ადამიანად ჩაგთვალოთ, მაგრამ გონზე მოსვლას შეძლებთ და ყველას დაანახვებთ, რომ სიტუაციის გაკონტროლება ნებისმიერ პირობებში შეგიძლიათ. თქვენი ეს თვისება გარშემო მყოფთა პატივისცემას დაიმსახურებს. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ განმარტოვდეთ და მყუდრო გარემოში დაისვენოთ.

მორიელი

ამ დღეს საინტერესო შეთავაზება გელით, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ. თავიდან ეს იდეა შეიძლება სარისკო მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ უარს იტყვით, მალე ინანებთ. ჯობია, დილას გარისკოთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად წახვიდეთ. თქვენ ახლა დადებითი ემოციები და ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ, რომლებსაც საყვარელ ადამიანებს გაუზიარებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ცხოვრებისეული გარემოებები თქვენგან ფანტაზიის გამოვლენას მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში, ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. გირჩევთ წინდახედულობა გამოიჩინოთ და ისეთი დაპირებები არ გასცეთ, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ. ეს ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

თხის რქა

ახალი შესაძლებლობებისა და სასიამოვნო შეხვედრების დღეა. ახალი შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს და გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებისთვის. შანსი გაქვთ, რომ თანამოსაუბრე თქვენი ინტელექტით გააოცოთ.

მერწყული

თუ თქვენს პროფესიულ საქმიანობას ხელოვნებასთან რაიმე კავშირი აქვს, ამ დღეს წარმატებას უნდა ელოდოთ. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ – ამ დღეს თქვენ გამბედაობა უნდა გამოიჩინოთ. თუ ახალ სამუშაოს ეძებთ, სწორედ გამბედაობაა ის, რასაც პოტენციური დამსაქმებელი თქვენგან ელის.

თევზები

თავი ახალი იდეებით გაქვთ სავსე, მაგრამ არ იცით, როგორ განახორციელოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ თანამოაზრე ვერ ნახეთ, შესაძლოა ამ მიმართულებით ცოტა ხანს მარტო მოძრაობა მოგიწიოთ და პარტნიორები მოგვიანებით გამოჩნდნენ.