“ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ” – ალექსანდრე ლუკაშენკო

22
spot_img

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანა ომისთვის მზად უნდა იყოს.

„ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის როგორც მენტალურად, ასევე სტრატეგიულად“, – განაცხადა ლუკაშენკომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ილუზიები გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის შესახებ უნდა უკუაგდონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება არის ის, რომ „ვინც მათთან არ არის, ძალით წაიყვანენ“.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სიტუაციის რეალურად შეფასება და პროაქტიულად მოქმედება, შეცდომები მიუღებელია“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.