“ბატონო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ?”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

84
spot_img

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა დაგმო გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის კრიტიკის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ბატონო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ? რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი სამყარო”, – განუცხადა კოენმა გუტერეშს.

მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო.

“მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა”, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.