ისნის რაიონის გამგეობამ ალ. წულუკიძის II შესახვევში, N3-N5 კორპუსების მიმდებარედ, 300 კვ.მ. ფართობზე, სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი სივრცე.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 105 850 ლარით დაფინანსდა.