ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა -მაშველები მდინარეში ჩავარდნილ ადამიანებს ეძებენ

596
spot_img

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, შეჯახებისა და ნგრევის შედეგად მდინარეში შვიდი ადამიანი და უამრავი მანქანა ჩავარდა.

ბალტიმორის სამაშველო სამსახურის უფროსის, კევინ კატრაითის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიპოვოთ ხალხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად“, – აღნიშნა კატრაითმა.