ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.