აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ქალიშვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა

528
spot_img

აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ გუდავას ქალიშვილი ანი გუდავა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

თამარ გუდავამ ცოტა ხნის წინ განცხადებაა გაავრცელა, სადაც წერს, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

„მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან“, – წერს თამარ გუდავა.