ცეცხლის შეწყვეტამდე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს – „ჰამასის“ წარმომადგენელი

14
spot_img

ცეცხლის შეწყვეტამდე „ჰამასი“ არცერთ მძევალს არ გაათავისუფლებს, – აღნიშნულის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა ოსამა ჰამდანმა განაცხადა.

„ჰამასის“ მაღალჩინოსნის თქმით,  ჰუმანიტარულ დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტაა.

„მძევლების გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ვეუბნებით ვაშინგტონს, უფრო მნიშვნელოვანია, მათ იარაღი არ მიაწოდონ ისრაელს“, – აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი.

ცნობისთვის, კაიროში 40-დღიანი ზავის მიღწევის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზავის მეშვეობით მძევლები გათავისუფლდებიან და დახმარებას ღაზაში გადაიტანენ. თუმცა, ამ დროის მონაცემებით მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩაიშალა.