,,აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში”- ბაიდენი

22
spot_img

აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ არანაირ შეტევაში, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა დღეს თავი გამარჯვებულად უნდა მიიჩნიოს, რადგან აშშ-ის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ირანის თავდასხმები დიდწილად წარუმატებელი იყო და აჩვენა ისრაელის უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.