,,ასეთი შეფასება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს”- დავით სონღულაშვილი

30
spot_img

დავით სონღულაშვილი მსოფლიო სტატისტიკის გამოკითხვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ასეთი შეფასება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

„ეს ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად უსაფრთხო არის ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის, რამდენად კარგად მუშაობს სამართალდამცავი სისტემა, სამართალდამცავი უწყებები და ჯამში უსაფრთხოების სისტემები. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, რაც თავისთავად ცხადაია, პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – აღნიშნავს სონღულაშვილი.

„რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები ევროპაში მარტო სეირნობისას“ – ამ სათაურით სოციოლოგიურ გამოკითხვას აქვეყნებს მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც ლიდერთა ხუთეულში საქართველო ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა.