,,არცერთი პროფესიის ადამიანს გამჭვირვალობის კანონით არ ეზღუდება საქმიანობა”- თალაკვაძე

19
spot_img

გამჭვირვალობის კანონში არ წერია, რომ ვინმე ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავს საქმიანობას, რაიმე შემოსავლის ან უცხოეთიდან გადმორიცხვის მიღებას. ეს ყველაფერი არის ტყუილი. არცერთი პროფესიის ადამიანს ამ კანონით არ ეზღუდება საქმიანობა, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეს კანონი ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას სჭირდება.

„რეალურად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო კანონი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაცვას, სჭირდება ჩვენი ქვეყნის არჩევნების და პოლიტიკური სტაბილურობის დაცვას, რომელიც თავის მხრივ კავშირშია ეკონომიკასთან, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან და ყველა იმ ამოცანასთან, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არავის მიეცემა საშუალება ძირი გამოუთხაროს საზოგადოების უსაფრთხოებას, საკუთარ ქვეყანას, თავს დაესხას ინსტიტუტებს, პოლიციელებს – განაცხადა თალაკვაძემ

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო.