,,წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა”- ხაბეიშვილი

10
spot_img

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიას ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს.

„დღეს ივანიშვილმა ახალგაზრდების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ოფიციალურად გააფორმა კანონი, დაარღვიეს კონსტიტუცია და ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს. მე მინდა გაგაცნოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია – მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს შორის აღარ არსებობს, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი, დასაცავი ჩვენი შვილების ევროპული მომავალი და სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ცხადია, მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, წარმოვადგენთ იმ პარტიას, რომელიც ემსახურება ხალხს და ხალხის ინტერესებს და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული თქვენგანის ვალდებულებაა ხალხის ნების მსახურება და ხალხის გადაწყვეტილებაზე ადეკვატური პოზიცია. ამიტომ, მივესალმებით ასევე „ლელოს“ კონკრეტულ პოზიციას, რომელიც უკავშირდება თავდაუსხმელობას და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას დიდი ხანია აკეთებს, ასევე ყველა სხვა პარტიას თუ სამოქალაქო ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქსა და რაიონებში წყვეტს საქმიანობას.

„ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვანია გაცნობოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება – 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში. უნდა გესმოდეთ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მე მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია, იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.