„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთან“ შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი იყო, თუმცა ამ ეტაპზე გაერთიანება სრულიად გამორიცხულია.
მისი თქმით, არსებობს შეკითხვები გახარიას ქმედებებთან დაკავშირებით.
„გახარიასთან თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ და გვაქვს იგივე პასუხი, რაც გვქონდა მანამდე. გახარიას მიმართ არსებობს ისეთი მძიმე პოლიტიკური შეკითხვები – მის საქმიანობასთან, ქმედებებთან დაკავშირებით, რომ მასთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე – სრულიად გამორიცხულია“, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.