ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქებამ 300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – უცხოური მედია

98
spot_img

უცხოური მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში, ცოტა ხნის წინ, ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც CNN, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი შეფასებით, 200-დან 300-მდე ადამიანია დაღუპული, ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.

„ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, IDF ჯერ ინფორმაციის გადამოწმებისა და განხილვის პროცესშია და შესაძლოა ღაზის სექტორში ჰოსპიტალს “ჰამასის” მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა მოხვდა.