მე არასდროს მჯეროდა, რომ ის მოწამლულია მძიმე მეტალებით…ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური თამაშის ნაწილი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არასდროს მჯეროდა, რომ ის მოწამლულია მძიმე მეტალებით, თან ადვოკატების განცხადებებით ჩანდა, რომ არანაირი მოწამვლა არ მოხდა. გასაგებია, რომ საავადმყოფოშია და შეიძლება, არ გრძნობდეს კარგად თავს, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური თამაშის ნაწილი“, – ამბობს რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, განმეორებით ჩატარებული კვლევებით, რომელიც გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ ჩატარდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და არც ამჟამად არის.