“იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა” – „საქსტატი“

56
spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო(გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0 პროცენტით).

მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.