იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მიგრანტების ნაკადის მოზღვავების გამო. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
მსგავსი ზომების მიღება იტალიას 2011 წლის შემდეგ პირველად უწევს. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს იტალიაში 31 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ ბოლო 5 დღეში იტალიაში 3 000 ადამიანი ჩავიდა.
ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით ათასობით მიგრანტი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობს. ბევრი მათგანი გზაში იღუპება.