ანკარის ცენტრში აფეთქება მოხდა

196
spot_img

ან­კა­რის ცენ­ტრში, თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან, აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბა კი­ზი­ლა­ის რა­ი­ონ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს მოხ­და. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი.

თურ­ქე­თის შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, თვით­მკვლე­ლო­მა ტე­რო­რის­ტმა აი­ფეთ­ქა თავი, ასე­ვე იყო კი­დევ ერთი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას­თან ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქად და­შავ­და ორი პო­ლი­ცი­ე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­და თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე.