ანალენა ბერბოკი ემხრობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით

131
spot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ემხრობა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ ინფორმაციით, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეა და მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.

საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიის გაფართოებას არ ემხრობა.

გერმანიის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელმა, ფრიდრიხ მერცმა საქართველოსა და მოლდოვის შემდეგ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ტუნისის, მაროკოს, ალჟირისა და ინდოეთის დამატება მოითხოვა.

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში 30 აგვისტოს შეიყვანა.