“ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის დამსახურებით, კრემლი უპრეცედენტოდ გამდიდრდა”

45
spot_img

„ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის დამსახურებით, კრემლი უპრეცედენტოდ გამდიდრდა“ – ამ სათაურით სტატიას და სპეცრეპორტაჟს CNN-ი აქვეყნებს.

ამერიკული არხის ცნობით, გასულ წელს ამერიკამ ინდოეთში გადამუშავებული, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა. „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ ანალიზზე დაყრდნობით, CNN-ი ​იუწყება, რომ ინდოეთმა, ომამდელ პერიოდთან შედარებით, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 13-ჯერ გაზარდა.

2023 წელს ინდოეთმა მოსკოვისგან 37 მილიარდის ღირებულების გადაუმუშავებელი ნავთობი შეიძინა, გადაამუშავა და ნაწილი შეერთებულ შტატებს მიჰყიდა. CNN-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მიღებული თანხის ნაწილს კრემლი უკრაინაში ომის წარმოების დასაფინანსებლად მოიხმარს.