„ამ ქვეყანაში, ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ, მათ შორის, გახარიასთანაც”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან განაცხადა.
„მზად ვარ მნიშვნელოვანი ორმხრივი კომპრომისებისთვისაც, თუ გვეცოდინება, საბოლოო ჯამში, რისთვის ვდგავართ ერთად და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
რაც შეეხება, სააკაშვილის მანიფესტზე ხელმოწერას ქამადაძის თქმით ის ხემოწერას არ აპირებს.
,,მე, ზუსტად იმ პრობლემების გამო, რაზეც ვისაუბრე, მე ძალიან გამიჭირდება ამ მანიფესტს ხელი რომ მოვაწერო” – განაცხადა ქამადაძემ