„გახარია ისე მოსრიალდა, რომ ვეღარ გამოსწორდება, მოკვეთილია უკვე ქართული პოლიტიკიდან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
გუბაზ სანიკიძე გახარიას თავხედს და პროვოკატორს უწოდებს.
„როგორ შეიძლება დაბადების დღე აქვს კაცს, გამოხვიდე და თქვა – ციხეში გადავიყვანოთო. ამ გახარიას თავი კიტრი ხომ არ გგონია. მოსამართლეების მიერ დაკავებული, მისჯილი ციხეში უნდა გადავიდეს და თავად შარდს აბარებს ევროპაში. რანაირი სამართალია ეს გიორგი ბატონო! ამხანაგო გახარია?! რაღაცა შარში არ გაეხვე გახარია რა შენ! მოლიპულზე ხარ შესული გიორგი ბატონო და აუცილებლად კისერს მოიტეხ. ის ნანატრი 5% უკან არ დაგრჩეს გიორგი გახარია რა! პაპზე მეტი კათოლიკობა მოითხოვა. გახარია ისე მოსრიალდა, რომ ვეღარ გამოსწორდება, მოკვეთილია უკვე ქართული პოლიტიკიდან. გახარიას მოუწევს პასუხისგება. საიდან მოვიდა, საიდან ჩამოვიდა ეს თავხედი. პროვოკატორი ხარ სუფთა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.