ახლა რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ. რუსული კანონის მეშვეობით აკეთებს, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ -ბადრი ჯაფარიძე

22
spot_img

ახლა რასაც „ქართული ოცნება” ე.წ. რუსული კანონის მეშვეობით აკეთებს, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება” დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ გამოირიცხოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან.

„ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰერჩინსკიმ ძალიან დიდი გულდაწყვეტით ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარებაც არის შექმნილი დღეს ქვეყანაში, რომ საქართველომ შეიძლება ხელიდან გაუშვას უნიკალური შანსი. ეს ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილება, რაც მიიღო ევროკავშირმა და ყველა მისმა წევრმა, საქართველოს გახსნოდა კარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიხუროს. ამავდროულად, ისიც გულდასაწყვეტია, რომ ბოსნია ჰერცოგოვინამ, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო საქართველოსთან ერთად, უკვე გახსნა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ახლა რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსული კანონის მეშვეობით, ეს არის საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც ევროკავშირისკენ მივყავართ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სრულად არცერთი რეკომენდაცია არაა შესრულებული. ორი რეკომენდაციაა ნაწილობრივ შესრულებული. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ გამორიცხოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა ევროკავშირთან. ეს არის მიზანდასახული მოქმედებები. ასევე, მოახრჩოს ის მედიასაშუალებები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ არ ისმოდეს კრიტიკული ხმა. გარდა ამისა, გადაიტანოს ყურადღება მწვავე პრობლემებიდან ამ კანონის ირგვლივ განვითარებულ პერიპეტიებზე.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს დაუხშოს ევროკავშირისკენ მიმავალი კარი. მართლა რომ გამორიცხოს ყოველგვარი შესაძლებლობა ქვეყანამ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, იღებს იმ კანონს, რომელსაც გმობს ევროკავშირი და აშშ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.