ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 1 ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
მამაკაცები გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც შემთხვევა მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.