ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული პირი ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.