თელ-ავივში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

94
spot_img

თელ-ავივში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი – სერიოზულად. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. არსებული ცნობით, სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

თვითმხილველების თქმით, დაინახეს, როგორ გამოუშვეს ღაზას სექტორის მხრიდან სამი რაკეტა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის, „მაგენ დავიდ ადომის“ ინფორმაციით, მათ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს 20 წლის ბიჭს, რომელსაც სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე, მსუბუქად დაშავდა 43 წლის ქალი და კიდევ ერთი პირი.