ფინეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

84
spot_img

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავენ. მისი თქმით, ამ საკითხს ქვეყანა სერიოზულად უნდა მიუდგეს.

„ცხადია, რომ ამ ხალხს საზღვრამდე მისვლაში ეხმარებიან. როგორც ჩანს, ეს ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი მთავრობის მესიჯი ნათელია – ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ”, – აცხადებს ფინეთის პრემიერი.

საკითხზე განმარტება ასევე გააკეთა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტზე მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.