ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„შეიძლება იყოს შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებ ამის შესახებ, მით უფრო გავზრდი შანსებს, რომ ეს განხორციელდეს“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ NBC-ს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში ძვრა ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევამ გამოიწვია.
„თუ შეთანხმება ხელმისაწვდომი იქნება, ვისაუბრებთ მასზე. ჩვენ გამოვაცხადებთ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმების დროს მძევლად 239 ადამიანი აიყვანა.