ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ტექსტს ქართულად წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.