“ჰუმანიტარულ პაუზაზე დასათანხმებლად ნეთანიუაჰუს იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მე ვიმედოვნებდი” – ბაიდენი

106
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, დათანხმებულიყო ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას, რომელიც მინიმუმ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კითხვაზე, არის თუ არა ის იმედგაცრუებული, რომ ნეთანიაჰუს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, ბაიდენი პასუხობს: „ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მე ვიმედოვნებდი“.

ამასთან, ბაიდენის თქმით, არ არსებობს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესაძლებლობა, რადგან ეს სარგებელს მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ოპტიმისტურად არის განწყობილი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.