შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია „ვაგნერის“ ჯგუფის ძალების გაყვანა აფრიკის ქვეყნებიდან მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„ჯერ კიდევ შეინიშნება „ვაგნერის“ ყოფნა აფრიკის კონტინენტზე“, – თქვა ოსტინმა.
„პრიგოჟინის გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავს „გადამწყვეტი ცვლილებები“ „ვაგნერის“ ურთიერთობაში კრემლთან. ვფიქრობ, რომ მომავალში თქვენ იხილავთ კონკურენციას მათ რიგებში იმის შესახებ, თუ ვინ იქნება შემდეგი ლიდერი. მე ვფიქრობ, თქვენ ასევე ნახავთ, რომ რუსეთის მთავრობა შეიძლება, შეეცადოს ან შეცვალოს „ვაგნერი“ სხვა ელემენტით, ან გამოიყენოს რუსული ჯარების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.
ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები, სავარაუდოდ, შეძლებენ აფრიკაში ყოფნას, მაგრამ გაუჭირდებათ ამის გაკეთება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კრემლის მხარდაჭერის გარეშე.