რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ცდილობს -BBC

212
spot_img

რუსეთი ცდილობს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს კვლავ შეუერთდეს, საიდანაც ის გასული წლის აპრილში, უკრაინაში შეჭრის გამო გააძევეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატები ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა ხელახლა აირჩიონ საბჭოში ახალი, სამი წლის ვადით.

BBC-მ მოიპოვა დოკუმენტის ასლი, სადაც რუსეთი გაერო-ს წევრებს მხარდაჭერას სთხოვს კენჭისყრაში, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

რუსეთი იძლევა დაპირებას, რომ გამონახავს „ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებების საკითხებზე“ და შეეცდება ხელი შეუშალოს საბჭოს ისეთ „ინსტრუმენტად გადაქცევას, რომელიც ემსახურება ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ნებას“.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო სამი წლის ვადით არჩეული 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საბჭო ჟენევაში საქმიანობს. მომდევნო არჩევნებში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება.