![kk](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/06/kk.png)
რუსეთის ბელგოროდის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა და ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია მოხდა და ხანძარი გაჩნდა.