სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი დაიღუპა.
სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ალ-ქუდსის“ ქვედანაყოფის მეთაური, გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
მოჰამად რეზა ზაჰედის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ არაბული ტელეარხი Al Hadath-ი, ირანული სააგენტო Tasnim-ი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული სააგენტო Fars-ი.
მედიის ინფორმაციით, სულ ისრაელის ავიადარტყმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.