28 მარტს, ბაკურიანში, მთის ფერდობიდან ჩამოშლილ თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოების განახლება ვერ ხერხდება.
სამძებრო ოპერაცია ამ ეტაპზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯერ ვერ განახლდლა.
სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა 28 მარტს, დილით ჩამოიშალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ დღეს დილით ხუთი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.