ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება

11
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ქუთაისში 13:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.