საფრანგეთი აპირებს, ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვოს

40
spot_img

საფრანგეთი აპირებს, რომ რუსეთს ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოითხოვს თუ არა ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას პარიზის ოლიმპიადის დროს, რაზეც მან უპასუხა: „დიახ, ჩვენ ამის შესახებ ვთხოვთ“.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდებიან რუსი სპორტსმენების გამოსვლას თამაშებზე, რომ მათგან არავინ ისარგებლოს სიტუაციით.

ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი დარჩება „რუსეთად“ გეოგრაფიულად, ანუ იქნება უკრაინის მეზობელი.

„ადრეც იყო კონფლიქტები და იყო გარიცხვები სპორტიდან. ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი დარჩება რუსეთად გეოგრაფიულად, ანუ ის თქვენი მეზობელია. არ მგონია, რომ რუსი ხალხი ამ რეჟიმს მხარს უჭერდეს. ამიტომ, მომავალზე ფიქრისას, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ რუსი ხალხი და ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა მაკრონმა.