ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

56
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.

ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ხუთშაბათს, 2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა შეათანხმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა აგრემანისთვის [თანხმობისთვის]”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ყოფილი ელჩი ვადიმ პრისტაიკო პოზიციიდან 2023 წლის ივლისში დაითხოვეს.